არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ლიბერალიზაცია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა, არასრულწლოვნის რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და მის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.
პროგრამის მიზნების რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანია განრიდების პროგრამებში ჩართული არასრულწლოვნების/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ისეთი სერვისები, რომლებიც მათ გონებრივ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. სერვისები ხელს უდნა უწყობდეს განრიდების პროგრამებში ჩართული პირის განათლების, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცის პროცესს. აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებისას უნდა იყოს გათვალისწინებული არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი, მისი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.
შესაბამისი სერვისების მიწოდებასა და მოძიებაში არასრულწლოვნებს დახმარებას უწევენ სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა, შეზღუდული რესურსების ფონზე, საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია განრიდების პროგრამებისათვის.
თითოეული პარტნიორი, თუ სერვისის მომწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას განრიდების პროგრამების ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის:
- კონფიდენციალურობა
– განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია
და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით
სხვა წესი არ არის განსაზღვრული;
- კონფიდენციალურობა – შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს პროგრამაში ჩართული პირის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისაგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე.
არასრულწლოვნებისთვის სერვისების მიწოდების, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე, არასრულწლოვნების მიერ ზიანის ანაზღაურების შესრულების უზრუნველსაყოფად არანაკლები მნიშვნელობა აქვს ფინანსურ რესურსებსაც.
თქვენი ჩართულობით, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ განრიდების პროგრამების სრულყოფილად ფუნქციონირებას, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა, თუ საკუთარი სერვისის შეთავაზება პროგრამების მიზნების მისაღწევად. თქვენი ჩართულობა პროგრამების განხორციელებაში, დაგვეხმარება კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ მისი ფუნქციონირება, განრიდებულს მივაწოდოთ თავისი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესაბამისი სერვისები, ხელი შევუწყოთ მის რეაბილიტაცია - რესოციალიზაციას, თავიდან ავიცილოთ მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა და, უზრუნველვყოთ განრიდების პროგრამების წარმატება.
პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სააგენტოს ცხელი ხაზი: (+995 032) 2 30 30 12
სააგენტოს E-mail: agency@prevention.gov.ge
განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი:
ტელ.: (+995 032) 2 944 003
E-Mail: mbaramia@prevention.gov.ge