სოც.მუშაკის შეფასება

არასრულწლოვანი განრიდებულის სოციალური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, სოციალური მუშაკი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: 

  • პრევენცია - სოციალური მომსახურების მიწოდება შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით; 
  • რეაბილიტაცია - იმ არასრულწლოვნისთვის დახმარების გაწევა, რომელსაც დანაშაულებრივმა ქმედებამ სოციალური ფუნქციონირება დაუქვეითა;
  • რემედიაცია - უშუალოდ არსებულ პრობლემასთან ბრძოლა მისი მინიმალიზაციის ან ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით.  

აღნიშნული მიმართულებებით სამუშაოდ, უპირველესად საჭიროა განსარიდებლის სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება, მისი ზოგადი პორტრეტის შექმნა. ამ მიზნით ხორციელდება ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის კვლევას სხვადასხვა მიმართულებით. ადამიანის ჩამოყალიბებას და მის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც მუდმივ ურთიერთკავშირში იმყოფებიან. 

ბიოლოგიური ფაქტორები დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე. ეს ფაქტორებია: გარეგნობა, სქესი, გენეტიკური დაავადებები და სხვა.

ფსიქოლოგიური ფაქტორები მოიაზრებს ადამიანის შინაგან სამყაროს, მის ცნობიერსა და არაცნობიერს, ინტელექტს, ტემპერამენტს, თვითაღქმას და ..

სოციალური ფაქტორები მოიცავს ოჯახს და ოჯახურ ურთიერთობებს, თანატოლებს, სოციალურს გარემოს (თემი, საზოგადოება, სამეზობლო); ეკონომიკურ სტატუსს, რელიგიას და სხვა.

ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების მეშვეობით განსარიდებელი პიროვნების ყველა შესაძლო მხარეს ვიკვლევთ. ვითვალისწინებთ რა შეფასების შედეგად შექმნილ პორტრეტს, ვცდილობთ მისი დელიქვენტური ქცევის კორექტირებას, რათა შემდგომში ის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბდეს.

statistika განრიდებული 2323   /   გამეორებითი დანაშაული 60

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა