ვალდებულებები

განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანს/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს, იმისათვის რათა მან გაიაზროს მის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მოხდეს მისის რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებით ეკისრება ვალდებულებები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე. ინდივიდუალური მიდგომის პრინციპის გათვალისწინებით, ვალდებულებები განისაზღვრება არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების, ასევე დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით. ეს მიდგომა ერთი მხრივ, ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს, გააცნობიეროს თავისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგები და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე, მეორე მხრივ კი - ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს მართლმსაჯულების პროცესში. შესაბამისად, განრიდების მექანიზმი ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს, მიდგომებს და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროგრამაში ჩართული პირის ვალდებულებებს დაზარალებულის წინაშე.  მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდეს არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის მიერ პირადად, საკუთარი ქმედებით, რაც სწორედ დანაშაულის გაცნობიერებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მედიატორები მუდმივად ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულს საკუთარი ქმედებით და არა ფულადი თანხით აუნაზღაუროს ზიანი. თავის მხრივ, ყურადღება ექცევა იმას, რომ ზიანი აანაზღაუროს თავად არასრულწლოვანმა და მშობლებმა თავიანთი რესურსით.

გარდა დაზარალებულისათვის სასარგებლო ვალდებულებებისა, ყურადღება ეთმობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან აქტივობებსაც.

არასრულწლოვანს/ 21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს შესაძლებელია დაეკისროს შემდეგი სახის ვალდებულებები:

დაზარალებულის წინაშე ვალდებულებები:

  • დაეხმაროს დაზარალებული ორგანიზაციის თანამშრომლებს საქიანობის პროცესში ზიანის ანაზღაურების მიზნით;
  • დაეხმაროს დაზარალებული ორგანიზაციის მაღაზიის პერსონალს სხვადასხვა საქმიანობაში;
  • დაეხმაროს დაზარალებულს საოჯახო საქმეებში;
  • აანაზღაუროს ზიანი;
  • დაეხმაროს დაზარალებული ორგანიზაციის ვიდეო სამეთვალყურეო სამსახურის თანამშრომლებს ორგანიზაციის კუთვნილი მარკეტის ტერიტორიაზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენის პროცესში;

 საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი აქტივობები:

  • დაეხმაროს მუზეუმის თანამშრომლებს ტურისტების მომსახურებაში;
  • დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილებაში;
  • მიიღოს მონაწილეობა ტყე-პარკის დასუფთავებაში;
  • მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სახის მოხალისეობირვ აქტივობებში;
  • მოიძიოს ინფორმაცია მოსანახულებელი ისტორიული ძეგლების შესახებ;
  • განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა ხანდაზმულთა პანსიონატში;
  • უფასო სასადილოდან საკვები გადასცეს ბენეფიციარებს;
  • მიიღოს მონაწილეობა გამწვანების პროცესში;
  • დაეხმაროს უმცროსკლასელს სასკოლო დავალებების შესრულებაში;
  • მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში აღსაზრდელებს ასწავლოს თექის სუვენირების დამზადება;
  • მიიღოს მონაწილეობა ტაძრის სარემონტო სამუშაოებში;
  • დაგეგმოს სპორტული ღონისძიება;
  • დაეხმაროს თანატოლს უცხო ენის შესწავლაში;
  • განახორციელოს ვიზიტები გსმ ბავშვთა დღის ცენტრში და მომსახურე პერსონალთან ერთად იზრუნოს იქ მყოფ ბავშვებზე;
  • თანატოლებს გაუზიაროს ცოდნა-გამოცდილება სხვადასხვა სახის კონსტრუქციის აგების სპეციფიკის, ხის კვეთის  ან სხვა ხელსაქმის შესახებ;
  • წაუკითხოს ლექსი, ან მოთხრობა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და განიხილოს მათთან ერთად;
  • მეგობრების დახმარებით განახორციელოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციის ორგანიზება;
  • მეგობრების დახმარებით შეაგროვოს საბავშვო ლიტერატურა და გადასცეს მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს.

statistika განრიდებული 4430   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა