პროკურორს

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციას, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვასა და ფართო გამოყენებას.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია. პროგრამის მიზანია, იმ არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამრთლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელმაც  ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაული. თუ ამ დრომდე არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს, ახლა უკვე პროკურორს აქვს უფლებამოსილება განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართალწარმოებას და მის შედეგებს.

პროგრამას საფუძვლად უდევს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა  და ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.  პროგრამის ფარგლებში სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარი არ გულისხმობს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისპატიებასარასრულწლოვნისათვის და მის გათავისუფლებას ყოველგვარი ვალდებულებისაგან.  განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სპეციალური ხელშეკრულებით. შედეგად, პროკურორს აქვს შესაძლებლობა განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართლის სისტემასა და ნასამართლობას, ამასთან, ხელი შეუწყოს რეციდივის თავიდან აცილებას, არასრულწლოვნის გამოსწორებასა და მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. 

სხვაგვარად, პროგრამა არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს ერთ შანსს. იმედს ვიტოვებთ, რომ არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი გამოიყენებს ამ შანსს და გადადგამს ნაბიჯს წარმატებული და კანონმორჩილი ცხოვრებისკენ.

statistika განრიდებული 2323   /   გამეორებითი დანაშაული 60

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა