მშობელს

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდაიგი არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ გააგრძელოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. პროგრამა საშუალებას აძლევს პროკურორს, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.

განრიდების პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში არასრულწლოვანთან გაფორმდება სამოქალაქო ხელშეკრულება,  რომლითაც განისაზღვრება მოზარდის საჭიროებების, ინტერესების თუ შესაძლებლობების მიხედვით შემუშავებული არასრულწლოვნის ვალდებულებების ჩამონათვალი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სერვისების თვალსაზრისით, არასრულწლოვანს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუ არასრულწლოვანმა პირნათლად შეასრულა ხელშეკრულების ყველა პირობა, მას არ ემუქრება სასჯელი და ნასამართლობა.

პროგრამის მეშვეობით, უკვე განრიდებულია რვაასზე მეტი არასრულწლოვანი. აღსანიშნავია, რომ ბევრ შემთხვევაში განრიდების პირობები არასრულწლოვნებს დაეხმარა ახალი ინტერესის, ნიჭის აღმოჩენაში, ასევე პროფესიულ განვითარებაში და დასაქმებაში.

პროგრამის წარმატება არის დამოკიდებული არა მხოლოდ პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანზე და პროფესიონალებზე, არამედ არასრულწლოვნის გარემოცვაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობლების როლი. იმისათვის, რომ მოზარდმა უკეთ გაიაზროს საკუთარი ქმედების შინაარსი და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. თქვენი თანადგომით მან უნდა შეძლოს მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და მის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება. თქვენ უნდა შეუწყოთ ხელი არასრულწლოვანს, რათა მან კეთილსინდისიერად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. ამ მოვალეობების შესრულება მას აარიდებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.  

statistika განრიდებული 2323   /   გამეორებითი დანაშაული 60

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა