სერვისები

არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ლიბერალიზაცია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა, არასრულწლოვნის რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და  მის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის რეაბილიტაციას და სოციალურ რეინტეგრაციას. ამისათვის, მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს (შემდგომში-შეფასება) და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად განსაზღვრულ ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს, პროკურორი  სოციალურ მუშაკთან ერთად ადგენს არასრულწლოვანთან/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობებს. მედიაციის შემთხვევაში, მედიატორი უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებას პროკურორთან, სოციალურ მუშაკთან ერთად მედიაციის მედიაციის მხარეების ჩართულობით. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის  საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობად შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება, სხვა დაზარალებულისათვის სასარგებლო, ან საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პირობა/აქტივობა.

არასრულწლოვნისათვის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნისათვის სერვისების  განსაზღვრისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ასევე ითვალისწინებენ მის გონებრივ, ფიზიკურ შესაძლებლობებს, ინტერესებსა და საჭიროებებს. განრიდების/განრიდებისა და მეიდაციის ხელშეკრულებაში ხშირ შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სახის სერვისები:

განათლება:

  • საგანმანათლებლო აქტივობები, ტრენინგები ბავშვის ინტერესების, საჭიროებებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;
  • საჯარო ლექციები;
  • სახელოვნებო წრეები;

სპორტი :

  • იაროს სპორტის სხვადასხვა წრეზე თავისი ინტერესების შესაბამისად (მაგ.: ფეხბურთის, კალათბურთის, კრივის წრე)

 ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია:

  • ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია;
  • ფსიქოლოგთან კონსულტაცია აგრესიის მართვის და თვითკონტროლის, თუ სხვა საკითხებზე;
  • ტრენინგ კურსები — „ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა“, „ასერტული ქცევა“, „ბრაზის მართვა“, „ცხოვრებისეული ფასეულობები“, „აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების დაძლევა“, „კომუნიკაციის უნარები“, „სოციალური უნარები“, „მორალური ზრდადა სხვა.

სერვისები პროფესიული განვითარებისათვის:

  • უცხო ენის კურსები;
  • კომპიუტერული პროგრამების სასწავლო კურსები;
  • კონკრეტული პროფესიის კურსი შესაბამისი საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე;
  • მართვის მოწმობის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი
  • ხეზე კვეთის კურსი

statistika განრიდებული 5194   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა